სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ“ - ქართველი ექიმი ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებაზე

    „კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ“ - ქართველი ექიმი ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებაზე
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიანა გოგბერაშვილი ისრაელში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს.

    როგორც მან თქვა ისრაელი მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია, რაც საკმაოდ რთულია ემოციურად, თუმცა, როდიესაც ფაქტის წინაშე არიან უფრო მეტად მობილიზებულები ხვდებიან სიტუაციას:

    „მოლოდინის რეჟიმი უფრო რთულია ჩვენთვის. ფაქტის წინაშე რომ დგები, მაშინ უფრო მობილიზებული ხარ. ახლა სახლში ვარ. ბოლო 5 დღეა კლინიკის მენეჯმენტისგან გაფრთხილებულები ვართ, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს სამსახურში გამოგვიძახონ. კლინიკაში თანამშრომლებს ვესაუბრე და ახლა იქ ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს ყველაფერი. ახლა აშკელონის ქუჩებში მანქანები იმ სიხშირით გადაადგილდება, როგორც სხვა დღეებში. შევნიშნე რამდენიმე ვერტმფრენი და ასევე პერიმეტრს აკონტროლებს რამდენიმე დრონი.

    ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“