მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ამ სამწუხარო ფაქტს, გიორგი სუხიტაშვილი გამოეხმაურა.
"რა საშინელებაა, ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ერთად ბევრი კარგო მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტები, მამუკას მანქანით შავი ჯაყჯაყა ემელი ჰყავდა ხან ლუქი არ მუშაობდა ხან კარის საკეტი ერთხელ წვიმაში ვიარეთ სულ გავილუმპეთ და ისე მხუარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე.
მამუკო (ასე ვეძახდი) ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა", - წერს მომღერალი.