სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ ხდებიან კოღოების მსხვერპლი - რატომ კბენენ ისინი ზოგს უფრო ხშირად

    ვინ ხდებიან კოღოების მსხვერპლი - რატომ კბენენ ისინი ზოგს უფრო ხშირად
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კოღოები ყველა ადამიანს არ კბენენ, ზოგს კი უბრალოდ ნაკლებად. ამის მიზესი არსებობს.

    პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ ასეთი რამ თქვა: „ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

    როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“