სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „დამსახურებული პასუხია“ - ამბობს ჰამასი ირანის ოპერაციაზე

    „დამსახურებული პასუხია“ - ამბობს ჰამასი ირანის ოპერაციაზე
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაელში ამ წუთებში სიმშვიდეა, თუმცა სამხედრო ექსპერტები ისრაელისგან ირანზე საპასუხო თავდასხმის განვითარება ელოდებიან:

    "14 აპრილს, ევროპის დროით ღამის 2 საათიდან, ისრაელი საჰაერო განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა. შეტევის ერთ ტალღას მეორე მოჰყვა, თუმცა ცეცხლმა მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერთი ღამის თავდასხმა ასე შეაჯამა: "ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ

    ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი და "საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს" - წერს ნეთანიაჰუ.

    „ჰამასი“ მიესალმება ისრაელზე ირანის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დამსახურებული პასუხია.
    „მიგვაჩნია, რომ ირანის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მათი ბუნებრივი უფლება და დამსახურებული პასუხია ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობაზე“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.