სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა უნდა გააკეთოთ თუ გსურთ რომ დღე წარმატებულად დაიწყოთ - სასარგებლო რჩევები

    რა უნდა გააკეთოთ თუ გსურთ რომ დღე წარმატებულად დაიწყოთ - სასარგებლო რჩევები
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ფაქტი თუ როგორ დავიწყებთ და დავასრულებთ დღეს.

    თუ გსურთ, რომ თქვენი ყოველი დღე წარმატებული იყოს, მაშინ ჩვენ გთავაზობთ დილის რამდენიმე ჩვევას, რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

    გაიღვიძეთ მაღვიძარასთან ერთად
    დიახ, თანამედროვე სამყაროში, ადამიანები მაღვიძარას საშუალებით იღვიძებენ, მაგრამ, იცით თუ არა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მიყოლებით რთავს რამდენიმე მაღვიძარას? ასე, გაღვიძების პროცესი 10-30 წუთის განმავლობაში გრძელდება.

    ესაა პირველი შეცდომა, რასაც თანამედროვე ადამიანები უშვებენ. მაღვიძარას პირველი ზარისთანავე გაღვიძება დაგეხმარებათ, რომ დილა ნაკლები შოკითა და სრული კონცენტრაციით დაიწყოთ.

    ნუ იმუშავებთ საუზმეზე
    დაივიწყეთ ფილმების ცნობილი სცენარი - საქმიანი ადამიანი, რომელიც კარიდან გასვლისას მიირთმევს საუზმეს და ყავას! მიეცით თავს უფლება, რომ დასხდეთ და საუზმით ისიამოვნოთ. გადადეთ ტელეფონი და ლეპტოპი, დაისხით ჭიქა ყავა და ესაუბრეთ ოჯახის წევრებს. უბრალოდ დატკბით ამ მშვიდი 15 წუთით.

    ნაკლები საუბარი, მეტი ფოკუსირება
    მიიჩნევა, რომ დილა, ეს არის მისალმების, ყავის სმის და წინა დღის განხილვის დრო. სინამდვილეში, დილით დროის დაკარგვა და ჭორაობა, სტრესული შუადღის დღის წინაპირობაა. მოერიდეთ შეხვედრების დილით დაგეგმვას, რათა თქვენი ყველაზე პროდუქტიული საათები, მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ. ყავითა და საუბრებით კი, მოგვიანებით ისიამოვნებთ, თანაც აჩქარების გარეშე.

    დაძინებამდე, სულ მცირე 1 საათით ადრე, ტელეფონი გადადეთ
    კვლევების თანახმად, ადამიანების 71 %, ტელეფონით ხელში იძინებს.დაძინებამდე ფეისბუქის თვალიერება, ცუდი ძილის და შესაბამისად, სტრესული დღის წინაპირობაა.დაძინებამდე, სულ მცირე 1 საათით ადრე გადადეთ ტელეფონი და გონება მშვიდი ძილისთვის მოამზადეთ.

    ამოძრავეთ სხეული
    გაღვიძებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში, სცადეთ რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა - სამსახურამდე 2 გაჩერებით ადრე ჩამოდით და ფეხით გაისეირნეთ, გააკეთეთ მსუბუქი გაწელვები ან თუ დილის ადამიანი ხართ, დარბაზში ივარჯიშეთ. უბრალოდ, ამოძრავეთ სხეული.

    ჩაწერეთ თქვენი ფიქრები და არა დავალებები
    დავალებების წერა წინა საღამოს დაასრულეთ, დილით კი, ფიქრები, აზრები და ოცნებები ჩამოწერეთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ იყოთ კრეატიული, თქვენ არასოდეს იცით, რომელი იდეა გადაიქცევა წარმატებულ ბიზნეს წამოწყებად.

    დააიგნორეთ სხვისი ჩვევები და შექმენით საკუთარი დილის რუტინა
    ეს შეიძლება უჩვეულოდ ჟღერდეს ამ სტატიაში, მაგრამ ეს ჩვენი საუკეთესო რჩევაა. ზემოთ მოყვანილი ყველა რჩევა მეცნიერულადაა დამტკიცებული, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობისთვის სასარგებლოა, არ ნიშნავს რომ ის თქვენთვის გამოდგება.

    შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს არ მოსწონდეს ადრიანი საუზმე, ვარჯიში კი შუადღეზე გირჩევნიათ. შესაძლოა, დილის საათებში სულაც არ ხართ კრეატიული.

    გაიცანით საკუთარი თავი, დააკვირდით, რა არის თქვენთვის ეფექტური და ააწყვეთ საკუთარი დილის რუტინა. რუტინა, რომელიც ენერგიული და წარმატებული დღის დაწყებაში დაგეხმარებათ.