სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, - ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი” - მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს

    “ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, - ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი” - მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს მიმართავს, მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებს.

    “მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, არაერთხელ მითქვამს, 20 წელი ვიცხოვრე ევროპაში, არ შეიძლება მე მასწავლიდეს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მარტო სურათებით იცის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა? მე შოლცით და შარლ მიშელით არ ვსაზღვრავ ევროპას. ბევრად მეტი ღირებულება ვიცი, ჩემი ღირებულება და იდენტობა ჩავიტანე იქ და იქიდან ავიღე ზუსტად კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, რაზეც დგას და რასაც ფუნდამენტური ძალა აქვს ევროპაში.

    ამიტომ არის, რომ დღეს ჩემი უმცროსი კოლეგებით, ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებენ ეს ნაძირალები. ჩვენ გავუკვლიეთ გზა ჩვენს პატარა ძმებს. მათი მშობლების თაობა ვართ. ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ევროპის წევრია, დიახ, ჩვენი გზა ევროპაშია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.