სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს" - რას იხსენებს სტეფანე მამუკა ონაშვილზე

    "მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს" - რას იხსენებს სტეფანე მამუკა ონაშვილზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.

    შეგახსენებთ, რომ ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

    ამ სამწუხარო ფაქტს სტეფანე მღებრიშვილი გამოეხმაურა.

    "პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმრერა... მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ქონდა იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ისედაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი", - წერს სტეფანე.