სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე

    “სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე
    1 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ზურა ხაჩიძე “იმედი LIVE-ის” ეთერში აცხადებს, რომ ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს კანონპორექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.


    “პრემიერი გამოვიდა და გახსნილია ყველა დაინტერესებულ პირთან ისაუბროს ამ თემაზე. ეს პროცესები რაც დღეს ქუჩაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალას აწყობს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქვეყნის სათავეში, რომელიც ძალადობდა ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელმაც ქვეყნის 20% დაკარგა..

    თუკი რამე ხელშესახები მოხდა ევროპასთან, არის მშვიდობა, ეს არის „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს თავის დროზე გაკეთებული არჩევანი და ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. მე ძალიან კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები. სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს. მე ბევრი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და არ წავსულვართ არც მე და არც ჩემი ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდნენ და რუსულად მიმართავდნენ სცენიდან, ის ადამიანები გვეუბნებიან რომ რუსები ვართ?“, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.