სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდა“ – ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ფოტოს ეხმიანება

    “არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდა“ – ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ფოტოს ეხმიანება
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მეოთხე დღეა აპროტესტებენ მოქალაქეები.

    აქციებზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ გაცნხადებებს აკეთებენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმოადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.

    17 აპრილს აქციაზე იმყოფებოდა მომღერალი სოფო გელოვანიც. მედიაში გავრცელებულ ფოტოში მომღერალს ხელში უკავია ბანერი წარწერით -„ კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“.

    აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში სოფო გელოვანის კოლეგა და მეგობარი ნოდიკო ტატიშვილი ეხმიანება და წერს: „არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდა“.