სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ - რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?" - პაპუაშვილის განცხადება

    "ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ - რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?" - პაპუაშვილის განცხადება
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრალამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება:

    "რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით ევ­რო­პუ­ლად, ჩვენც მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად. რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით რო­გორც ქვე­შევ­რდო­მე­ბი, რომ­ლებ­საც თითს და­უქ­ნე­ვენ და გა­ჩუმ­დე­ბი­ან, არც ჩვენ მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად.

    ჩვენ მოგ­ვე­ზღვე­ბა ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბის­თვის. რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით ევ­რო­პუ­ლად, ჩვენც მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად. რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით რო­გორც ქვე­შევ­რდო­მე­ბი, რომ­ლებ­საც თითს და­უქ­ნე­ვენ და გა­ჩუმ­დე­ბი­ან, არც ჩვენ მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად. ამი­ტომ აქ მარ­თლა დგას სა­კი­თხი იმა­ზე, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა იმას, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გვაქვს და რომ ჩვე­ნით უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ სა­კი­თხე­ბი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ლა­მის თა­ვის ერთ-ერთ სა­ხედ ჰყავთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ კას­ტას "ენ­ჯე­ო­ბის“ და ოპო­ზი­ცი­ის სიმ­ბი­ოზს. მა­ი­სუ­რებ­ზე აქვთ და­ტა­ნი­ლი მისი სტენ­სი­ლე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი. სა­ერ­თოდ ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რას ნიშ­ნავს და რა ფი­ლო­სო­ფი­ას ატა­რებ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ლო­ზუნ­გე­ბად ჰგო­ნი­ათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. "ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­კუთ­ვნო­დეს“ - რას ნიშ­ნავს სა­ერ­თოდ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ? - მა­შინ, რო­დე­საც აზომ­ბი­რე­ბენ სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს იმ სა­კი­თხში, [თით­ქოს] ჩვენ არ გვაქვს უნა­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი დავ­ნიშ­ნოთ, უცხო­ე­ლე­ბი უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ აქ, რო­გორც მა­შინ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დროს და უნდა გვი­ნიშ­ნავ­დნენ აქ მო­სა­მარ­თლე­ებს, რად­გან ჩვენ ამი­სი ტვი­ნი არ გვაქვს, გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რა ჰგო­ნი­ათ? სა­ნამ ეს მყვი­რა­ლა უმ­ცი­რე­სო­ბა არ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ევ­რო­პა გუ­ლის­ხმობს, რომ უნდა იყო სა­ხელ­მწი­ფო და გქონ­დეს აღ­ქმა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, იქამ­დე არა­თუ არ მიგ­ვი­ღე­ბენ, ჩვე­ნი ად­გი­ლიც არ არის ევ­რო­პა­ში. ჯერ ჩვენ უნდა ვი­ყოთ სა­ხელ­მწი­ფო, მერე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ად­გი­ლი ევ­რო­პა­ში“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.