სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას" - კახა კალაძის განცხადება

    "შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას" - კახა კალაძის განცხადება
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას."

    ასე გქმოეხმაურა კახა კალაძე რუსულ, "გამჭვირვალობის" კანონს დ ამასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

    „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა - შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია.

    ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა. რაიმეს ხომ არ ვიგონებ -იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“ - კახა კალაძე.