სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოქრიაშვილი: “მეღადავებით მეთქი? ეს როგორ არ იცოდნენ. ამის შემდეგ კონტრაქტი ანულირებულად გამოცხადდა”

    ოქრიაშვილი: “მეღადავებით მეთქი? ეს როგორ არ იცოდნენ. ამის შემდეგ კონტრაქტი ანულირებულად გამოცხადდა”
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერის სამხრეთ კორეულ "ჩონბუკში" გაგრძელებასთან ძალიან ახლოს გახლდათ, თუმცა დღეს შევიტყვეთ, რომ აზიურმა კლუბმა 30 წლის შემტევს კონტრაქტი გაუწყვიტა.

    ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის მიზეზად ოქრიაშვილის სამედიცინო შემოწმების შედეგები დასახელდა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით თორნიკე Geo Team-ს ესაუბრა.

    "ჩონბუკთან კონტრაქტს ხელი ისე მოვაწერე, სამედიცინო შემოწმება არ მქონდა გავლილი, იქაც არ ჩავსულვარ კოვიდი მქონდა. როცა მოვირჩინე, თბილისში გავიარე სამედიცინო შემოწმება და გავუგზავნეთ შედეგები.

    მირეკავენ და მეკითხებიან, ჯვარედინი გქონდა გაწყვეტილიო? მეთქი მეღადავებით? 3-ჯერ მეთქი და კინაღამ ტელეფონი გამითიშა შუა ლაპარაკისას: ძალიან დიდი ბოდიში, თუმცა მაშინ ძალიან დიდი შანსია ტრავმა კიდევ გამეორდეს და იძულებულები ვართ, კონტრაქტი ანულირებულად გამოვაცხადოთო.

    მუხლში ნაოპერაციები რკინები ამომიგდო და თითქოს, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება ტრანსფერმარკტზეც არ ეწეროს,"
    - თქვა გამოცდილმა ფორვარდმა.