სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რას ვგრძნობ, როდესაც ჩემს ცოლს სექსი სხვა კაცთან აქვს?!" - ამომავალი საფეხბურთო ვარსკვლავის კარიერა მოედნიდან პორნოინდუსტრიამდე

    "რას ვგრძნობ, როდესაც ჩემს ცოლს სექსი სხვა კაცთან აქვს?!" - ამომავალი საფეხბურთო ვარსკვლავის კარიერა მოედნიდან პორნოინდუსტრიამდე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    16 წლის დენი მაუნთინსი ინგლისის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი იყო, რომელიც "საუთჰემპტონის" აკადემიაში ირიცხებოდა. თუმცა დიდი ფეხბურთის გზას აცდა.

    დენიმ 17 წლის ასაკში მუხლზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც რთული ოპერაციების გადატანა მოუხდა და კინაღამ ინვალიდიც დარჩა.

    კლუბმა ის გაჭირვებაში არ მიატოვა და მკურნალობის თანხა დაუფინანსა, თუმცა ამის შემდეგ მისდამი ინტერესი აღარ ყოფილა, კარიერაც დაღმასვლით წავიდა და პრემიერლიგის კლუბებმაც გააცნობიერეს, რომ მას დიდ დონეზე თამაში არ შეეძლო.

    19 წლის ასაკში ბიჭი მიხვდა, რომ ფეხბურთში მეტი არაფერი ესაქმებოდა. ამიტომ სერიოზულად ფიქრობდა პროფესიის შეცვლაზე.

    ამაში მას მისი მეგობარი გოგონა დაეხმარა, რომელიც პორნოფილმში გადასაღებად კასტინგზე მიიწვიეს. თავად გოგონამ ვერ გაბედა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დენიმ, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში, გადაწყვიტა, თავი ახალ ამპლუაში გამოეცადა.

    Daily Star-თან ინტერვიუში მაუნთინმა აღიარა, რომ თავდაპირველად ის კამერებთან მუშაობაზე ნერვიულობდა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა რჩებოდა მხოლოდ ერთი რამ - როგორ შეეტყობინებინა ეს ამბავი მშობლებისთვის, რადგან ის მხოლოდ 19 წლის იყო...

    როდესაც ეს ამბავი დედას უთხრა, ის შოკში ჩავარდა და მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლო ამ ამბის მიღება და გააზრება... მამასთან კი ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა... მან თავის შვილს უთხრა - "მიდი, შვილო, მიაწექი!".

    ყოფილ ფეხბურთელს სასცენო სახელი Danny Boy შეურჩიეს. მან მალევე მიაღწია თავბრუდამხვევ წარმატებას პორნოინდუსტრიაში. ის აშშ-ში გადასაღებადაც კი მიიწვიეს წამყვანმა პორნოსტუდიებმა.

    იქ 2007 წელს 23 წლის დენი დაქორწინდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორნომსახიობზე, ევა ანჯელინაზე. ერთი წლის შემდეგ კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.

    "ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რას ვგრძნობ, როდესაც ჩემს მეუღლეს აქვს სექსი სხვა მამაკაცებთან, ვეჭვიანობთ თუ არა ერთმანეთზე?.. იცით, ჩვენ ამას მსუბუქად ვიღებთ... პორნოინდუსტრია ერთი დიდი მეგობრული ოჯახია, ამიტომ არავინ ეჭვიანობს. გარდა ამისა, ყოველ სამ კვირაში ვამოწმებთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობას", - ამბობს დენი.

    წყვილმა 2009 წელს განქორწინების შესახებ გამოაცხადა. მაუნთმა განაგრძო პორნოფილმებში მონაწილეობა და საბოლოდ ის გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პორნომსახიობი დიდ ბრიტანეთში. თითქმის 600 ფილმში გადაღებამ მას 1,5 მილიონი დოლარი მოუტანა.

    "ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ცნობილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი... მართალია, ინგლისის ნაკრების მაისურით გოლს ვეღარასდროს გავიტან, მაგრამ ამას წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

    მაქვს დიდი სახლი, ვსადილობ რესტორნებში და "უიქენდებზე" ფეხბურთს ვინი ჯონსს, ჯეისონ სტეტჰემსა და სხვა ცნობილ ადამიანებს ვეთამაშები", - ამბობს დენი.

    მომზადებულია Sportall-ის მიხედვით.