სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია“- გიორგი ქოჩორაშვილი

    “ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია“- გიორგი ქოჩორაშვილი
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სტუმრობდა.

    როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ქართველი ხალხის სიყვარული აძლევს მოტივაციას, უფრო გაძლიერდეს და მეტი გააკეთოს ქვეყნისთვის.

    “მინდა ყველა ქართველს მადლობა გადავუხადო. ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა ნაკრებს თამაშზე, ასევე გვერდში დამიდგა მე. მინდა იცოდნენ, რომ მე და ჩემი იოჯახის წევრები დღემდე ვგრძნობთ ამ სითბოს. ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია.

    მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მე შევეცდები, ჩემი შრომით, თავგანწირვით ის ემოციები დაგიბრუნოთ, რადგან ეს სიყვარული რაც ქართველი ხალხისგან ვიგრძენი, ჩემთვის მოტივაციის წყაროა, რომ უფრო მეტად გავძლიერდე. მადლობა ყველა ქართველ ამისთვის“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.