სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთნაირსექსიანთა ქორწინება” - მამუკა მდინარაძე

    “სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთნაირსექსიანთა ქორწინება” - მამუკა მდინარაძე
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება, განაცხადა რომ 2017 წელს კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთნაირსექსიანთა ქორწინება

    “ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს. აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ [პაპუაშვილმა] ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

    „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.