სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როდესაც ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, სამშობლო არ გაქვს - ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო" - სოზარ სუბარის განცხადება

    "როდესაც ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, სამშობლო არ გაქვს - ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო" - სოზარ სუბარის განცხადება
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ეს არის, როდესაც უსამშობლო ადამიანი ხარ და შენი დამკვეთის მოთხოვნა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

    “პროექტის და არა ქვეყნის მოქალაქე - როდესაც შენ ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, რა თქმა უნდა, სამშობლო არ გაქვს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო და ქვეყანა დაზიანდება თუ არა, არ გაწუხებს. სწორედ ეს არის ის, რასაც მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენი ოპოზიცია და “ენჯეოები“ ამბობდნენ. ეს არის, როდესაც უსამშობლო ადამიანი ხარ და შენი დამკვეთის მოთხოვნა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ეს არის ჩვეულებრივი აგენტის აღიარება, რომელიც ამბობს, რომ “დიახ, დასანქცირდეს ქვეყანა, დაზიანდეს ქართველი ხალხი“

    განაცხადა სოზარ სუბარმა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გაბცხადებას გამოეხმაურა.

    ეკა გიგაურის განცხადება შემდეგია:

    “დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში.“