სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილის განცხადება

    "29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით" - შალვა პაპუაშვილის განცხადება
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმეტესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ,"

    აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის.

    "როდესაც ვხედავთ, როგორც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, ცდილობს ითამაშოს მათ ემოციებზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედაც რომ ითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას და უფრო მეტის ცოდნას ამ სექტორებთან დაკავშირებით. ამიტომაც გადაწყდა, რომ გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და დააფიქსირებენ თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმეტესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ," - თქვა მან.