სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან" - მდინარაძის განცხადება

    "რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან" - მდინარაძის განცხადება
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან"

    აღნიშნული კომენტარი მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთა.

    „პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“ - თქვა მან.