სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამი რამის მეშინია, მტანჯავს, მდევნის და მაცამტვერებს" - უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს" - რისი ეშინიათ ეშმაკებს

    "სამი რამის მეშინია, მტანჯავს, მდევნის და მაცამტვერებს" - უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს" - რისი ეშინიათ ეშმაკებს
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აი რისი ეშინით ეშმაკებს,

    წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი:

    "ერთხელ როდესაც წმინდა იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი გაეხსნა და იხილა ეშმაკები. ისინი ღვთის კაცთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, მაგრამ გაშორებაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულები დაინახა, წმინდანმა ჰკითხა, რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად?

    - „სამი რამის - უპასუხეს ეშმაკებმა: იმის, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ეკლესიაში განიბანებიან და რასაც ეკლესიაში იგემებენ“.

    - „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?“ - კვლავ შეეკითხა წმინდანი: - „ის რასაც თქვენ ეკლესიაში იგემებთ" - უპასუხეს ჯოჯოხეთის მსახურებმა.