სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ქირით ვცხოვრობდით, რესტორანში ვმღეროდი, მიმტანობაც მიცდია, პრომო გოგონაც ვიყავი“ - ბაბი და თათა ცხოვრების რთულ ეტაპებზე

    „ქირით ვცხოვრობდით, რესტორანში ვმღეროდი, მიმტანობაც მიცდია, პრომო გოგონაც ვიყავი“ - ბაბი და თათა ცხოვრების რთულ ეტაპებზე
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბაბი კირკიტძე და თათა გიორგობიანი ბევრისთვის საყვარელი მომღერლები არიან.

    ისინი ცხოვრების რთულ ეტაპებს იხსენებენ ინტერვიუში:

    აი რას ყვებიან მომღერლები:

    ბაბი კირკიტაძე:

    „საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული.. რესტორანში ვმღეროდი, საკმაოდ, პატარა ვიყავი, 18 წლის. ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, ამაში არაფერია სათაკილო. მიმტანობაც მიცდია, მიმუშავია.. რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ამასობაში, 18 წლიდან რესტორანში სიმღერაც დავიწყე.. შემდეგ, ბევრი სამსახური გამოცვალე..

    იმაზეც მომიწია ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს ქირა იყო გადასახდელი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამაზე, მეც ვიყავი.

    მერე ფეისბუკზე ვნახე განცხადება, რომ ეძებენ გოგონას შოუსთვის, ბოლოში ეწერა, რომ სასურველია ჰქონდეს სიმღერის ნიჭიც.. ამ ფრაზის გამო გადავწყვიტე მეცადა ბედი. მახსოვს, გოგოები მეგობრებთან ერთად მივიდა, მე კი ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვინც დედასთან ერთად მივიდა.

    ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპი ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა“

    თათა გიორგობიანი:

    „ჩემი და ბაბის ისტორიები, საკმაოდ, მსგავსია. ბაბიც დამოუკიდებელი, მებრძოლი გოგონაა და მეც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ვარ, იქიდან გამომდინარე, რაც მაქვს გავლილი.

    ჩემს შემთხვევაში, ოდნავ მეტი სირთულე ის იყო, რომ 1 წლის ვიყავი, როდესაც დედა და მამა დაშორდნენ, მამას რაღაცნაირად კი ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, მაგრამ ძლიერი ზურგის აღქმა მაკლდა. ვცდილობდი, ორმაგად ძლიერი და მაგარი ვყოფილიყავი, რათა არავის ეთქვა, რომ ეს ბავშვი უმამოდ გაიზარდა. მე არ მინდოდა დედას შენიშვნა მიეღო..

    15 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში, ასევე, ფლაიერებს ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია, ვიყავი პრომო გოგონაც, გაყიდვების მენეჯერი, საბავშვო ბაღში აღმზრდელადაც მიმუშავია, ბევრ პროფესიაში მოვსინჯე საკუთარი თავი, ზოგან წარმატებით, ზოგან არც ისე..