სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით...“ - რას წერს ნინი შერმადინი

    “კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით...“ - რას წერს ნინი შერმადინი
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა ნინი შერმადინმა, 21 აპრილს, დუბლინში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალი საკუთარ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში უზიარებს:

    “21 აპრილი კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით. ჩემი პირველი სოლო კონცერტი დუბლინში, სავსე დარბაზი და საოცრად თბილი მსმენელი. 2-საათნახევარი გაგრძელდა კონცერტი და აღარ გვინდოდა დასრულება.

    ჩამოსვლის წამიდან, ზეიმად აქციეს და დაუვიწყარი გახადეს ჩემი დუბლინში ჩამოსვლა ჩემმა მასპინძლებმა, მაკა ბუჯიაშვილმა და ოთო ლევერაშვილმა! მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც! უმაღლეს დონეზე დაგეგმილი საღამო, საოცრად ორგანიზებული. მადლობა მეგობრებო! მადლობა! მადლობა, რომ სიკეთის ირგვლივ გავერთიანდით. მადლობა ჩვენს კონსულს და ქართულ დიასპორას ირლანდიაში! დიდი მადლობა პატარა ბრილიანტებს, უმაგრეს მოცეკვავეებს, რომელმაც საოცარი ცეცხლი დაანთეს კონცერტის მსვლელობისას!

    კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება დათუნა ბიბილაშვილს და ძეგვის მიუსაფართა პანსიონატს.

    ოთო და მაკა, არ ვიცი რანაირად გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა! იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და სულ თქვენს გვერდით ვარ“,
    – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.