სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… ყველაზე არასწორ დროს მაგინა” – გიორგი ყიფშიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

    “უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… ყველაზე არასწორ დროს მაგინა” – გიორგი ყიფშიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „იმედის დღე“ მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელია, რაც მამასთან კომუნიკაცია არ აქვს.

    “უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… გეტყვით მოცემულობას და მიხვდებით რატომ. გამოვდივარ საავადმყოფოდან, ახალი “გათლილი ნერვებით“, გუშინწინ ცოლმა მიმატოვა, ბავშვი ვერავის დავუტოვე, სპექტაკლი იწყება, ბაკულა მაქვს სათამაშო და ამ მდგომარეობაში ხალხში მაგინა.

    საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვარ და მე მაგინებ-მეთქი? მაშინ ნაღდად არ დამიმსახურებია. ყველაზე არასწორ დროს მაგინა და დაგროვილი რაღაცები ჩემზე გადმოანთხია.. მოკლედ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის..

    კოლეგები ვართ, ფილმში ერთად ვთამაშობთ, მაგრამ აქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა. კიდევ რომ დავმეგობრდეთ, 15 წუთში ისევ მოხდება მსგავსი რამ, რაც 15 წლიან ჩხუბს გამოიწვევს…

    ბოროტი არ არის, ძალიან კარგი კაცია, ბრალოდ უმამოდ გაზრდილია თვითონ

    მამის მეგობრობა შვილთან არ გამოდის. მეგობრობა გადავიდა უზრდელობაში, პირველ რიგში, ჩემი მხრიდან. ცოტა ზედმეტის უფლება მომცა, რაც არ მოსულა. შვილმა მამასთან და დედასთან მიმართებით თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

    სულ მქონდა კომპლექსი, რომ ზურას შვილი ვიყავი. მიტყდებოდა, რომ მეუბნებოდნენ, შენ ჩააბარებდი თეატრალურზე, აბა, რას იზამდი, „ზურას შვილს ვინ ჩაჭრიდა.“ ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ შენი იმედი არავის აქვს. ყველას ჰგონია, რომ ზურა გიკეთებს ყველაფერს.

    გავხდი „პარანოიკი“. ვამბობდი, გვარი უნდა შევიცვალო, ბებიაჩემის გვარზე უნდა გადავიდე, დადეშქელიანი ვხდები-თქო, ვყვიროდი. მეგონა, ამით პრობლემაც ავტომატურად გაქრებოდა.

    ეს არც ჩემი ბრალი იყო, არც ზურასი, საზოგადოება აკეთებს ამას…

    შეჯიბრის მომენტი არ მქონდა, რაში უნდა შევეჯიბრო, ან რა ხმის ტემბრი აქვს, ან რა ვიზუალი. ძალიან ნიჭიერი ტიპია. ვიღაცას ჰყავს ალენ დელონი, ვიღაცას ჯონი დეპი, მე მამა მყავს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.