სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები.. ყოველ დღე მომდის 50 ლარი” - რას აპროტესტებს სტეფანე მღებრიშვილი

    „ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები.. ყოველ დღე მომდის 50 ლარი” - რას აპროტესტებს სტეფანე მღებრიშვილი
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამს გზის ერთ-ერთ სავალ მონაკვეთზე სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით დაწესებულ ჯარიმაზე.

    როგორც ის ამბობს ამის გამო მას ყოველდღიურად 50 ლარიანი ჯარიმა მოსდის:

    „ძველ თბილისში რომ გრძელი გვირაბია, იქიდან რომ გამოდიხარ სანაპიროზე, სოკარის ოფისამდე არის გზატკეცილი, სადაც 70 სიჩქარე, სავსებით ნორმალურია. პირიქით 50 როცა მოდიხარ, შენს უკან სერიოზულად აფერხებ მოძრაობას და საცობს ზრდი… მოკლედ 1 თვეა დააწესეს ლიმიტი 50, რაც ძალიან რთულია გააკონტროლო და 60 ზე უკვე მოგდის ჯარიმა – 50 ლარი. მანდ არც ფეხით დადის არავინ და არანაირი საშიშროება არ არსებობს. ყოველ დღე მომდის ჯარიმა – 50 ლარი. ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები. უბრალოდ აღარ იცით ვინ როგორ გაატყავოთ. პირადად ჩემგან მოკითხვა, ვინც მაგ მონაკვეთში ეგ სიჩქარე დააწესა”