სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა შეზღუდვები დაწესდება რიკოთის ძველ გვირაბში - ეს უნდა იცოდეთ

    რა შეზღუდვები დაწესდება რიკოთის ძველ გვირაბში - ეს უნდა იცოდეთ
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გაიგეთ რა სახის შეზღუდვები დაწესდება რიკოთის ძველ გვირაბში:

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

    დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.