სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყოფშიძე ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    VIDEO: „გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…“ - ლენუკა ყოფშიძე ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი გიორგი ყიფშიძე გუშინ სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

    "წავედი პირველ პროცედურებზე. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს..." - წერს ის.

    გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა.

    აი რას წერს ლენუკა ყიფშიძე ამ თემაზე:

    „ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვარ მომხრე, მთელმა საქართველომ ჩემს ოჯახის წევრებზე უარყოფითი რაღაცები მომწეროს.. მოგეხსენებათ, ჩემი ძმა ბიშკეკში მკურნალობს, არა თურქეთში და გერმანიაში… ბევრს გეცოდინებათ, რომ როცა [ადამიანი] სამედიცინო დაწესებულებაშია, გათიშული ჰყავთ და რას საუბრობს, თვითონ არ იცის..

    ადრე იყო განაწყენებული… ოჯახის წევრები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვემტერებით, ამიტომ ნამეტანი ნუ გაგიხარდებათ…

    ძალიან ცუდი შეტყობინებები შემოდის, მაგრამ ნუ გიხარიათ, ყველა ოჯახს აქვს რაღაც პრობლემა… გიორგიმ არასწორი ფორმით გააჟღერა, მაგრამ ესეც მესმის, რადგან ახლა სხვა მდგომარეობა აქვს, ცუდ ეტაპს გადის, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა… მე და მამაჩემიც ვჩხუბობთ, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ, გიორგი არ არის ფხიზლად, მკურნალობას გადის, თავის სამყაროშია და რაღაცებს ლაპარაკობს…

    ძალიან გთხოვთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და მეტი კარგი გვიხაროდეს ერთმანეთის…“