სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში” - მდინარაძე

    “მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში” - მდინარაძე
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ის საქართველოში ევროპის ინტერესების გამტარებელია.

    მდინარაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ენჯეოები არიან არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები და ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არ სურთ და ესირცხვილებათ.

    “დიახ მე თუ ვარ ენჯეოს წარმომადგენელი და ვხელმძღვანელობ იმ ენჯეოს, რომელიც ევროპულ ფულს ხარჯავს საქართველოსთვის სასიკეთოდ, ეროვნულ თუ სხვა პრაქტიკულად პოზიტიურ საქმეებში, მე დიდი სიამაყით ვიტყვი, რეესტრში ჩავეწერები, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ეს ევროპული ინტერესები არის ძალიან კარგი. მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ამ საკითხში ოპონენტებს, რუსული, რუსულიო თუთიყუშივით რომ გაიძახიან იცით რისი ეშინიათ? რომ ისინი, ბევრი მათგანი, განსაკუთრებით მდიდარი ენჯეოები ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არაფრით არ უნდათ და ესირცხვილებათ და სწორად შეიძლება ფიქრობენ, როგორც კი გამჟღავნდება ისინი აღმოჩნდებიან არა კარგი, არა პოზიტიური, არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები“, - განაცხადა მდინარაძემ.