სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი" - კახა კალაძე

    "დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი" - კახა კალაძე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ჯახს სამძიმარს უცხადებს.

    "დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი მომღერალი მამუკა ონაშვილი. მამუკას ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, ქართული შოუბიზნესისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. ვუსამძიმრებ მამუკა ონაშვილის ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!",- წერს კალაძე.

    ცნობისთვის, მომღერალი მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ავარიის შედეგად დაშავდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველასთვის საყვარელი არტისტი პირველ აგვისტოს, დილით გარდაიცვალა.