სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ - ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეები ოჯახის დაპირისპირებაზე

    „ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ - ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეები ოჯახის დაპირისპირებაზე
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყიფშიძეების ოჯახში სკანდალი და დაპირისპირებაა.

    თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია გიორგისა და ზურას შორის დაპირსპირებაზე.

    ახლა და ზურა შვილისვილს, ნატალია ყიფშიძეს კომენტარებში აზრის ქონის გამო ასე უპირისპირდება:

    “ვაი მე ! სადა ბანაობ ? შვილო ! შე ვირიშვილო , ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული !? საოცარია ? ასე, ვინ დაგაბოლათ ? ნაღვლიანად ვარ ! სამწუხაროა !?”

    ამაზე ნატალიამ ბაბუას შემდეგი პასუხი დაუბრუნა:

    “მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”

    მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამ ამბავს ასე ეხმაურება:

    „მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება, დარწმუნებული ვარ პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, ამიტომ ყველა ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ ამის გამო შეიკავეთ თავი.არ მგონია მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით,მას აძლიერებდეთ,თან მისივე გვერდზე.

    როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს. Natalia Kipshidze ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის“

    „ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ - ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეები ოჯახის დაპირისპირებაზე