სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კოსმოსშიც კი სწრაფად გაივლის" - რას ამბობს სპალეტი კვარაცხელიაზე

    "კოსმოსშიც კი სწრაფად გაივლის" - რას ამბობს სპალეტი კვარაცხელიაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლისა" და "მალიორკას" შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

    მატჩის შემდეგ იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

    "კვარაცხელია? ის არის ნამდვილი კლასიკა. მას ტერფის გარეთა ნაწილი დიდებული აქვს და როცა არ ელი, ზუსტად მაშინ ტექნიკურად გამოდის რთული სიტუაციებიდან.

    მას ძალიან სწრაფად შეუძლია გადაადგილება, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება კოსმოსში უწევს. დღესაც შესანიშნავი თამაში ჰქონდა. ის ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელია", - განაცხადა სპალეტიმ.