სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსთავში ქმარმა ცოლი დაჭრა

    რუსთავში ქმარმა ცოლი დაჭრა
    3 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში, მე-17 მიკროარიონში ქმარმა ცოლი დაჭრა.

    35 წლამდე ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

    დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

    პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.