სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. ამ საოცარმა პიროვნებამ მასწავლა ქვეყნის სიყვარული” - ნატალია ყიფშიძე

    “დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. ამ საოცარმა პიროვნებამ მასწავლა ქვეყნის სიყვარული” - ნატალია ყიფშიძე
    2 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები (ალბათ, ყველასთან ვინც ოდნავ მაინც აქტიურად საუბრობს ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ). ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას (ნახევრად სომეხი ვარ, რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან) დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს.

    დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით.

    ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ მრავალი საუკუნის წინ, მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან. უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე დიდი პატრიოტია. ბაბუ 25 წელია ვერ დადის და სახლიდან მოვლენებს აკვირდება. პოლიტიკაზე ბაბუ მესაუბრება, მნიშვნელოვანი გადაცემაში წასვლის წინ მიყვება ახალ ამბებს სიღრმისეულად და მამხნევებს აქციებზე ყოფნისას.

    დილით რომ ვიღვიძებ, მეხუტება და მეუბნება, რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი, რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის”

    ამ მიმართვას სოციალურ ქსელში ნატალია ყიფშიძე ავრცელებს და საზოგადოებას აქამდე უცნობი ბაბუის შესახებ უამბობს.

    მსახიობი ამასთან ერთად ფოტოსაც აქვეყნებს:

    “დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. ამ საოცარმა პიროვნებამ მასწავლა ქვეყნის სიყვარული” - ნატალია ყიფშიძე