სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს

    საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს რუსთაველის გამზირზე “საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.

    მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

    “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

    რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.