სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე...ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე

    "მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე...ერთი წელია გიორგისთან ურთიერთობა არა მაქვს" - ზურა ყიფშიძე
    3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რას ამ­ბობს ზურა ყიფ­ში­ძე პო­ლი­ტი­კა­ზე, აქ­ცი­ებ­სა და შვილ­თან უთან­ხმო­ე­ბა­ზე

    ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია უკვე მე­ო­რედ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ". არ წყდე­ბა ცხა­რე კა­მა­თი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. ზო­გი­ერთ ოჯახ­ში უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან და თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­საც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ. მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე ერთ-ერთი ის ახალ­გაზ­რდაა, ვის­თვი­საც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია და მან ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ ეთერ­შიც ისა­უბ­რა, რომ აქ­ცი­ებ­ზე ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, რა­საც მისი ბა­ბუა, ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ნა­ტა­ლი­ას მიერ "ფე­ის­ბუკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა: "ვაი, მე! სადა ბა­ნა­ობ, შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ! გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი! შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი, სა­ო­ცა­რია, ასე ვინ და­გა­ბო­ლა? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა". ნა­ტა­ლი­ამ კი ბა­ბუს ასე უპა­სუ­ხა: "მეც ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ, ბა. მო­გე­წე­რა ან და­გე­რე­კა, ასე თუ შეგ­ტკი­ვა გული. მეც არ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არ მოგ­მარ­თავ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხალ­ხოდ. სამ­წუ­ხა­როა, ნამ­დვი­ლად".

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­ტა­ლი­ას "კე­დელ­ზე" ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ზე ასე­თი მი­ნა­წე­რიც ვი­ხი­ლეთ: "და მარ­თლაც, "ბითლზ­ზე" მე­ტად მიყ­ვარ­ხარ, ბა".


    ზურა ყიფ­ში­ძე მისი თა­ო­ბის (და არა მხო­ლოდ) ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია და მას ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, ბა­ბუ­ი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ეს დი­ა­ლო­გი ზოგ­მა ნა­ხევ­რად იუ­მო­რით მი­ი­ღო, ზოგ­მა კი ძა­ლი­ან მწვა­ვედ. გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ინ­ტერ­ვი­უც, სა­დაც ის მა­მას­თან უთან­ხმო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს, რომ თით­ქმის ერთი წე­ლია არ ელა­პა­რა­კე­ბა.

    კვირის პალიტრამ გადაწტვიტა ბა­ტონ ზუ­რას გასაუბრებოდა და პირადარ მისგან მოესმინა რას ფიქ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ახ­ლან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე:

    - ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ავ­ყვეთ, ვერ გავ­ჩერ­დე­ბით, მე რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს კო­მენ­ტა­რი და­ვუ­წე­რე ნა­ხევ­რად იუ­მო­რით, ისე­თი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სა­სა­ცი­ლოც კია. სირ­ცხვი­ლია, რა ამ­ბა­ვიც აა­გო­რეს. ნა­ტა­ლი­კო ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის მუ­სი­კას უს­მენს, "ბითლზის" ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბოლო ოთხი ფოტო სწო­რედ მას ვა­ჩუ­ქე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმი­ტო­მაც მივ­მარ­თე ასე იუ­მო­რით! რა ვი­ცო­დი, თუ ასეთ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­იწ­ვევ­და, თო­რემ სულ არ დავ­წერ­დი არა­ფერს, ისე ვე­ტყო­დი, ყურ­ში... მწყინს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეს, რა და რო­გორ არის, იყე­ნე­ბენ მათ და ესაა სა­წყე­ნი. ეს ბავ­შვე­ბი უჭ­კუ­ო­ე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე არაა, პი­რი­ქით, აზ­როვ­ნე­ბენ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და უც­ბად... რა არის ეს?!

    - თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ იმ აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან?

    - რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ჯერ ერთი, უნდა გა­ერ­კვე ადა­მი­ა­ნი, რა კა­ნო­ნია და რა ხდე­ბა. რაც არ ვიცი, მე იმა­ში ცხვირს არ ვყოფ.

    ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ნი­კუ­შა 23 წლი­საა და ახ­ლაც ჩემ­თა­ნაა, ნა­ტა­ლია გა­და­ვი­და, თო­რემ ხში­რად მო­დის, თა­ვის პა­ტა­რა და-ძმას ეფე­რე­ბა, უვ­ლის. მწყინს, რომ ალექ­სან­დრე, ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი, ცოტა დაგ­ვე­კარ­გა. გე­ნი­ო­სი ბი­ჭია. მე და ნა­ტა­ლი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რო­გო­რიც ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს.

    წყარო: kvirispalitra.ge