სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება წყლის მიწოდება და როდის აღდგება ის

    სად შეწყდება წყლის მიწოდება და როდის აღდგება ის
    3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ხვალ, 30 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მეფრინველეობის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 30 აპრილს დილის 10:00 საათიდან 01/05-ის 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    სამგორის რაიონში:

    ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრო რაიონებით, ჭირნახულის, დავით კობახიძის, ევგენი აფხაზავას ( თავის შესახვევებით ), ზურაბ ნამორაძის, თენგიზ სტურუას, გოკიელის და მეფრინველეობის ქუჩებს თავის შესახვევებით.

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“