სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როგორ ხარ გაყიდულო საქართველოვ?!" - თაკო ჩარკვიანის მიმართვა

    "როგორ ხარ გაყიდულო საქართველოვ?!" - თაკო ჩარკვიანის მიმართვა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პოსტს აქვეყნებს.

    "აბა, როგორ ვართ ?! როგორ ხარ გაყიდულო საქართველოვ?! სახლებიდან ხომ არ გამოუყრიხართ ჯერ?! ცეკვა-თამაშით გადაბარებულო, ღირსებააყრილო, მტრის წინაშე მოკუნტრუშევ და მომღერალო, მტრის ფერხულში ჩაბმულო და მასხარად ქცეულო, ოლიგარქის-ბატონის მსახურო ხელგაწვდილო ,ბეჩავო, მიწა-წყალ წართმეულო, სიმღერის იმედად დარჩენილო "დასჭექე" შენებურად მრავალჟამიერი.

    იქნება აქ შემოსულ 100 ათასობით ვითომ “ტურისტად”შემოსულ რუს (პუტინის) უცხოტომელებს კერძოსაკუთრებაში რომ იფორმებენ მთელს ქვეყანას თავი მოაწონო, მაგრად "დასჭექე" იქნება უპატრონო საქართველო კიდევ უფრო მოეწონოთ და აღარ წავიდნენ აღარასოდეს, იქნება ისევ აგვჩეხონ ნიჩბებით რუსთაველზე და იქნებ მოგენატრა ჩემო ქვეყანავ კისერზე მათი ჩექმა და გაუპატიურებული ქალები და დამწვარი ბავშვები და ენა ამოგლეჯილი კაცები?!

    იქნებ მოგენატრა "უფროსი ძმის" მოქნეული ნიჩაბი და ცხვირთან მოტანილი და დაქნეული საჩვენებელი თითი, ჰოდა მაშინ იმღერე, იმღერე რაც ძალი და ღონე გაქვს, ვიდრე ჯიშ-ჯილაგს გადაგიგვარებენ, ამოგვიწყვეტს მტერი რადგან სხვა, არც არაფერი გცოდნია ძვირფასო ჩემო კეთილო და უგუნურო მოცეკვავე და მომღერალო, ჩემო საქართველო!", - წერს პოლიტიკოსი.