ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასგან ბევრი ადამიანი ელოდა პოზიციის დაფიქსირებას რუსული კანონის შემოღების თაობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ფეხბურთელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
„ჩემი აზრით, არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ გვასახელა ქართველები და ასეც გააგრძელებს. მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს. ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“ - ასე ეხმაურება ამ ამბავს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია.