სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როდემდე გაგრძელდება დაძაბული ვითარება და მძიმე ამბები ქვეყანაში - ასტროლოგის პროგნოზი

    როდემდე გაგრძელდება დაძაბული ვითარება და მძიმე ამბები ქვეყანაში - ასტროლოგის პროგნოზი
    2 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში მძიმე აგვისტოა. ჩხუბი, დაპირისპირებები, ავტოსაგზაო შემთხვევები, გარდაცვალების ფაქტები უკვე რამდენიმე დღეა პიკს აღწევს.

    ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

    "ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, რაზედაც მე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, მარს-ურანის შეერთებაა. მარსი აგრესიის, ომის, კონფლიქტების მმართველი პლანეტა, ურანი მოულოდნელობების, მათ შორის, ხანძრების, ავარიების და ა.შ ერთ-ერთი მმართველი. როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, რაც ხშირი მოვლენა არ არის, ამჯერად მათი ნანხვედრა ყველა ზოდიაქოშია, ეს ყოველთვის სახიფათო მომენტია, თუმცა, არა ყველასთვის.

    ასეთ დროს მოსახლეობას ყოველთვის ვაფრთხილებ, რადგან მატულობს ხანძრების, აფეთქებების, სხვადასხვა ტერორისტული აქტების, ტრავმების, ავარიების და კონფლიქტების ალბათობა. ერთი სიტყვით, არის დაძაბულობის მაღალი ტენდენცია.

    28 და 29 ივლისს ახალმთვარეობა იყო, ეს ყოველთვის მძიმე, სატანური დღეა. ეს ამ კვირაზეც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, ამას დაემატა ახალმთვარეობა, ამ ცუდი ენერგიების კომბინაციამ სწორედ ეს დაძაბულობა და ხალხის დაღუპვა გამოიწვია.

    ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო, რატომ? მატულობს აგრესია, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რაც შემდეგ ჩხუბში გადადის. გარდა ამისა, 20 წლის ბიჭი მოკლეს... გუდაურის ტრაგედია მოხდა. ყველას ვაფრთხილებდი, რომ საჭესთან არ ეჯირითათ, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახლა ორმაგ ხიფათს ქმნის.

    5 აგვისტოდან ეს ყველაფერი დაცხრება. მარსი და ურანი ერთმანეთთან დაშორებას დაიწყებენ და ძალა მათ აღარ ექნებათ", - განაცხადა ასტროლოგმა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ