სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ აღარ არის" - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე

    " ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ აღარ არის" - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, 55 წლის მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.

    ავარია 30 ივლისს ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

    მამუკა ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ირინა ჩიხლაძემ მამუკას შესახებ გულახდილად "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.

    "წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. გუშინდელი ინფორმაციით, ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა.

    რაც შეეხება მამუკას, ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით.

    რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე. ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა.

    მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, კიდევ არ მჯერა რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

    1994 წელს დავქორწინდით, 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ შვილი არ გვყავდა. კარგის მეტი, არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვენ პირად ურთიერთობებზე, არც ადრე ვსაუბრობდით და მით უმეტეს ახლა, არანაირი სურვილი მაქვს", - განაცხადა მომღერალმა.