სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი“ - პატრიარქის სამძიმრის წერილი

    წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი“ - პატრიარქის სამძიმრის წერილი
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

    "ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით; ამჟამად, - მის ყოვლადუსამღვდელოესობა დამიანეს (ხუფენია). იგი ზრუნვას არ აკლებდა სამწყსოს მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. მისი ამქვეყნიდან გასვლა კი ღმერთმა უფრო ადრე ინება. წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი, რომელიც საერო თუ სასულიერო ცხოვრების პერიოდში ყოველთვის იყო სამშობლოს ერთგულ დამცველთა რიგებში. აღვავლენთ ლოცვებს მეუფე დამიანეს უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო მის თანამოძმეთ, ახლობლებს და სამთავისისა და კასპის ეპარქიას მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა", - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

    შეგახსენებთ, რომ მეუფე დამიანე 30 ივლისს სოფელ ლოჭინთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები