სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ციკოლიას“ ახალი ლიმიტირებული ხაზი, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მიეძღვნა - რა ღირს საათები

    “ციკოლიას“ ახალი ლიმიტირებული ხაზი, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მიეძღვნა - რა ღირს საათები
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ციკოლიამ“ საათის ლიმიტირებული ხაზი გამოუშვა, რომელიც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიუძღვნა.


    აღნიშნულის შესახებ „ციკოლია“ სოციალურ ქსელში პროდუქტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მოდელი სულ 100 ეგზემპლარად გამოვა.


    “ეს მოდელი იმ საამაყო წუთებს მიეძღვნა, რომელმაც დაგვანახეს თუ როგორ ერთ მუშტად შეკრა გამარჯვებამ მთელი საქართველო და კიდევ უფრო მეტი იმედი მოგვცა იმ ნათელი მომავლის, რომელიც წინ გველოდება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“, - ვკითხულობთ “ციკოლიას“ განცხადებაში.


    რაც შეეხება ფასს, თითო ეგზემპლარის ღირებულება 2349 ლარი იქნება.
    შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა, საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. საქართველოს ნაკრებს მეტოქეება ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთი (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალია (26 ივნისს, გელზენკირხენში) ეყოლება.