სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენი ოჯახი ალბთ ამის გამო დაინგრა, ეს სიმტკიცისთვის უმნიშნელოვანესია" - მამუკა ონაშვილის ყოფილი ცოლი

    "ჩვენი ოჯახი ალბთ ამის გამო დაინგრა, ეს სიმტკიცისთვის უმნიშნელოვანესია" - მამუკა ონაშვილის ყოფილი ცოლი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე "კვირის პალიტრასთან" წლების წინ პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა.

    ირინა ჩიხლაძე თანაცხოვრების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ოჯახში ხმამაღალი საუბარიც კი არ ყოფილა, თუმცა მომღერალი მისი სცენაზე დგომის წინააღმდეგი იყო.

    "მამუკა ცუდი ადამიანი არ არის. ძალიან თბილი, მეგობრულია. ჩვენს ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი არ ყოფილა, რაც, ერთი მხრივ, ჩემი დამსახურება იყო, მეორე მხრივ – მამუკასიც. სცენაზე რომ არ ვიდექი, ესეც ალბათ, ჩემი ბრალი იყო – ისე არ "ვაწვებოდი", როგორც საჭირო იყო, თორემ შესაძლოა, ამის საშუალებაც მომცემოდა. სულ იმას ფიქრობდა, რაღაცნაირად ესიამოვნებინა ჩემთვის და შეიძლება ითქვას, რომ ხელისგულზე მატარებდა… ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ შვილი არ გვყავდა, ეს ოჯახის სიმყარისთვის მნიშვნელოვანია", – იხსენებდა ჩიხლაძე.

    ოჯახის დანგრევის მიზეზად ირინა ჩიხლაძე შვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მამუკა ონაშვილი ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგი იყო და განშორების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტორს ასახელსბს.

    "ბოდიში ამ შეკითხვისთვის, მაგრამ ბევრი უშვილო წყვილი ცდილობს, ბავშვი აიყვანოს. თქვენ ამ თემაზე არასდროს გისაუბრიათ?

    იყო ლაპარაკი ხელოვნურ განაყოფიერებაზე, მაგრამ მამუკა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.- ახლა მასთან არ მეგობრობთ?

    – სხვათა შორის, დაშორების შემდეგ ტელევიზორშიც არ მინახავს. ჩვენ ჩვენი საქმეებით ისე ვართ დაკავებულები, რომ რაღაცებისთვის არ გვცალია.

    – შერიგების მცდელობა არ გქონიათ? როგორ შეეგუა ასეთ ლამაზ ქალთან დაშორებას?

    – ეს კითხვაც მამუკას უნდა დაუსვათ (იცინის). არა, შერიგების მცდელობა არც ერთს არ გვქონია. ბოლოს ისე დავშორდით, რომ ორივემ დაზუსტებით ვიცოდით, ერთმანეთის გარეშე უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ჩვენი ერთად ყოფნა აღარ შეიძლებოდა", – ვკითხულობთ ინტერვიუში.