გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:
„გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“. - წერია მიმართვაში.