რამდენიმე დღეა მთავრობის მხრიდან რუსული კანონის მოწინაანღმდეგეების მიმართს მუქარა და თავდასხმა მიმდინარეობს.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ თავდასხმის მცდელობა მასზეც იყო:
"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით "გირჩი ტვ"-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული, ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას.
ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში, ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა"