სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “უფალს ვერ მოატყუებ, გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი აქ, რას ლაპარაკობდიო” – მეუფე სტეფანე

    “უფალს ვერ მოატყუებ, გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი აქ, რას ლაპარაკობდიო” – მეუფე სტეფანე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას საინტრესო განცხადება გაავრცელა:

    "საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენაა განწირული. ვინ რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი აკეთოს, რაკეტები, თვითმფრინავები, ტანკები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არავის არაფერი არ შერჩება. ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფეს, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნებიო. უფალს მაგას ვერ ეტყვი. უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი ამას ამას და ამას, ვის ატყუებდიო. იმ ხალხს, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, რატომ აძლევდი ამ გზას და საბჭოთა კავშირი რომ დაარსეთ, თქვენ რას აკეთებდითო." - განაცხადა მეუფე სტეფანემ.