სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას წერდა ეკა ამირეჯიბი ე.წ. აგენტების კანონპროექტზე და რას აქვეყნებს "იმედიდან" მისი წასვლის თაობაზე ცნობის გავრცელების შემდეგ

    რას წერდა ეკა ამირეჯიბი ე.წ. აგენტების კანონპროექტზე და რას აქვეყნებს "იმედიდან" მისი წასვლის თაობაზე ცნობის გავრცელების შემდეგ
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა და­ტო­ვა, მათ შო­რის არის ეკა ამი­რე­ჯი­ბი. მან ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფრაგ­მენ­ტი მულ­ტფილ­მი­დან "სიზ­მა­რა" და და­წე­რა: "ამას სიკ­ვდი­ლი, იმას ჩა­მოხ­რჩო­ბა!"

    რო­გორც მისი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" ჩანს, ის პრო­ტესტს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო აქამ­დეც გა­მოთ­ქვამ­და და ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბის გამო შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე წერ­და:

    "რო­დე­საც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­წო­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ასე ხდე­ბა. ყრუ კე­დე­ლი… რო­მე­ლიც თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბის ხმას აღარ ატა­რებს.

    “მშვი­დო­ბის ქა­ლაქს”, “ევ­რო­პულ ქა­ლაქს” რო­გორც თვი­თონ უწო­დებთ ხოლ­მე ხში­რად, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თონ და­უბ­რუ­ნოთ სიმ­შვი­დე, და­უბ­რუ­ნოთ გა­ზა­ფხუ­ლი, სტუ­დენ­ტე­ბი კი და­უბ­რუ­ნოთ ლექ­ცი­ებს აუ­დი­ტო­რი­ებ­ში. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ ხართ ვალ­დე­ბუ­ლი ამ ბეწ­ვის ხიდ­ზე რაც დღეს შე­იქ­მნა, ყვე­ლა­ზე ფრთხი­ლად და უსაფრ­თხოდ გა­ა­ტა­როთ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა", - წერ­და ამი­რე­ჯი­ბი 1-ელ მა­ისს.

    უფრო ად­რინ­დელ პოს­ტში კი ვკი­თხუ­ლობთ:

    "ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა იწო­ნებს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სხვა - არა­ვინ. თუნ­დაც მო­ზამ­ბი­კუ­რი და­ვარ­ქვათ".



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ