სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამ გამოიწვია მაისში ამინდის გაუარესება და თოვა? - არის თუ არა საშიში ეს ფაქტორები

    რამ გამოიწვია მაისში ამინდის გაუარესება და თოვა? - არის თუ არა საშიში ეს ფაქტორები
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2024 წელს მაისის თვე ყველა ქვეყანაში საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს.

    ამინდები. კვეთრად გაუარესდა და ზოგან თივს კიდეც.

    ამის მიზეზი ისაა, რომ ცივი ამინდი და დაბალი ტემპერატურა ჩრდილოეთიდან, არქტიკიდან მოვიდა. მეორეც, ცივი ნაკადები ჩამოვიდა ზემოდან, სტრატოსფეროდან.

    სიცივე ძლიერმა ციკლონმა - ატმოსფეროში მბრუნავმა დიდმა მორევმა მოიყვანა. ჩვენ ციკლონის ზონაში ვართ მოღრუბლული ამინდით, ხშირი წვიმებით და ძლიერი ქარით. ციკლონები შეიძლება იყოს თბილი, მაგრამ 2024 წლის გაზაფხულის ბოლოს ცივ ქარიშხალში აღმოვჩნდით.
    ერთი ციკლონი ბალტიისპირეთიდან შემოვიდა, შემდეგ მას კიდევ ერთი ატმოსფერული მორევი შეუერთდა და მისი ძალა გაზარდა.

    ციკლონი არა მხოლოდ გაიზარდა სიგანეში, არამედ მიაღწია დიდ სიმაღლეებს. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ის აღწევს სტრატოსფერომდე, დედამიწის ატმოსფეროს ფენას, რომელიც იწყება ზღვის დონიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე და გრძელდება დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ, ციკლონი ავიდა თვითმფრინავის ფრენის არეალზე უფრო მაღლა. სტრატოსფეროში ყოველთვის ძალიან ცივა და ეს ყინულის ნაკადი ახლა ჩვენკენ ეშვება.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ