სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასე მოხდა გუშინაც..“ - რა მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე

    "ასე მოხდა გუშინაც..“ - რა მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    7 წლის შემდეგ პირველად საქართველო პროექტ ევროვიზიის ფინალშია.

    ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

    მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

    ნუცას პერფორმანსზე მსოფლიო ლაპარაკობს, მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

    ნუცა სოციალურ ქსელში სამადლობელ მიმართვას ავრცელებს, აი მისი ემოციური სიტყვები:

    „მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არც ერთხელ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ! თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ“,


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ