სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი”- ღარიბაშვილი

    “ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი”- ღარიბაშვილი
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ვინც არ უნდა იყოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს.

    მან კომენტარი გააკეთა ქაშვეთის ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

    როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ამბავი არ არის.

    “არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური, ანტიეკლესიური ქმედება, გახსოვთ, ორი წლის წინ გამოდიოდნენ ეს ფაშისტები და ანტიევროპული ძალები და ღიად აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, საპატრიარქოს მოიხსენიებდნენ ცუდი სიტყვებით, ეს ხომ არ არის ახალი ამბავი, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის მტრული ძალა - „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პატარა პარტიები არიან მტრული, ფარისევლური, ყველაფრის მკადრებელი ბოროტი ძალა, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, არეულობა, ქაოსი. ამიტომ, საჭიროა, ყველას გაეცეს პასუხი. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში. ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ