სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია: სად გააგრძელებენ დავითაშილი და აზაროვი კარიერას

    ცნობილია: სად გააგრძელებენ დავითაშილი და აზაროვი კარიერას
    2 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "დინამო ბათუმის" ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი უკვე დატოვა და რამდენიმე კიდე დატოვებს.

    საუბარია ზურიკო დავითაშვილზე და ირაკლი აზაროვზე, მათ მიმართ ინტერესს სერბული კლუბები იჩენენ. როგორც სერბული გამოცემა "რესპუბლიკა" იტყობინება, აზაროვით "ცრვენა ზვეზდა" არის დაინტერესებული, დავითაშვილით კი "პარტიზანი".

    "ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველთან, 20 წლის ირაკლი აზაროვთან შეთანხმებასთან ახლოსაა. ის ქართულ კლუბში სერბი ფეხბურთელის, მილან რადინის გვერდით თამაშობს

    საინტერესოა, რომ იმავე ქართული კლუბიდან შეეძლო გაძლიერება "პარტიზანს". საუბარია 21 წლის ზურიკო დავითაშვილზე, შემტევ ნახევარმცველზე, რომელიც მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე თამაშობს. მაგრამ პრობლემა ფასია – 2 000 000 ევრო და კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე"
    - წერს სერბული გამოცემა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ