სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მე-14? - საქართველოს ნაკრები ეურობასკეტზე ფავორიტებს შორისაც კი არ არის

    მე-14? - საქართველოს ნაკრები ეურობასკეტზე ფავორიტებს შორისაც კი არ არის
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევრობასკეტი 2022-ის დაწყებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, ფიბა-ევროპამ მომავალი ტურნირის მონაწილეთა რეიტინგი გამოაქვეყნა. კლასიფიკაციას არავითარი კავშირი არ აქვს ფიბა-ს ოფიციალურ რეიტინგთან, თუმცა, მომავალი შეჯიბრის წინ, ძალთა გადანაწილების კუთხით მაინც საინტერესო უნდა იყოს.

    ფიბა-ს ჟურნალისტების აზრით, საქართველოს ნაკრები ტურნირში მონაწილე 24 ქვეყნიდან მე-14 პოზიციას იკავებს და ჯგუფიდან გასვლას და მერვედფინალში თამაშს უწინასწარმეტყველებენ.

    აღნიშნულ რეიტინგში ილიას ზუროსის შეგირდები ისეთ სოლიდურ ნაკრებებს უსწრებენ, როგორებიც უკრაინა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და პოლონეთი არიან, უკან არიან ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები ბელგია და ბულგარეთიც, სამაგიეროდ, ჩამოვრჩებით ხსენებულ ესპანეთსა და თურქეთს. სრულად, კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

    1. სლოვენია, 2. საფრანგეთი, 3. საბერძნეთი, 4. სერბეთი, 5. ლიეტუვა, 6. ესპანეთი, 7. თურქეთი, 8. იტალია, 9. გერმანია, 10. ჩეხეთი, 11. ხორვატია, 12. ფინეთი, 13. ისრაელი, 14. საქართველო, 15. პოლონეთი, 16. ბოსნია-ჰერცეგოვინა, 17. მონტენეგრო, 18. ბელგია, 19. უკრაინა, 20. დიდი ბრიტანეთი, 21. უნგრეთი, 22. ბულგარეთი, 23. ესტონეთი, 24. ნიდერლანდები.